წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსის ხაზი აღდგება

წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსის ხაზი აღდგება. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

2014 წლის შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, წყნეთი-კიკეთის გზაზე # 81 ავტობუსი ივლის, # 5 ავტობუსის ნაცვლად.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საჭირო გახდა ავტობუსის დანიშვნა.

"წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსი იქნება. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც სტიქიის დროს ჩამოიშალა. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი M3 კატეგორიის ავტობუსის დანიშვნა. როგორც კიკეთის, ასევე წყნეთის მცხოვრებლებს და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ავტობუსით იმგზავრონ. ამაზე გამოყოფილია შესაბამისი სახსრები", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ხაზზე ერთი ავტობუსი ივლის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა