მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახელი  შეეცვალა და თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაერქვა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახელი შეეცვალა და თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაერქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, სახელის ცვლილების მიზეზი აღნიშნული სამსახურისთვის მთელი რიგი ფუნქციების დამატება გახდა.

"ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მთელი რიგი ფუნქციები დაემატა, როგორიცაა ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოება მშენებლობებზე და ა.შ. ამ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, ასევე, უსაფრთხო შრომა. მერიამ გადაწყვიტა და საკრებულოც ეთანხმება ამას, რომ ის გახდეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ამ სამსახურის ერთგვარი რებრენდინგი ხორციელდება. დღეს ეს არის ტექნიკური ცვლილება, ხოლო შემდგომში რა სიახლეებს შემოგვთავაზებს მუნიციპალური ინსპექცია, ამას ვნახავთ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტში ცვლილებები არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა