ზესტაფონში  შიმშილობის აქციის პარალელურად,  მერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან კახა მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, რადგან კაბინეტში მერი მერვე დღეა შესვლას ვერ ახერხებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.

ზესტაფონის მერის კახა მახათაძის კაბინეტზე წებოვანი ლენტია გაკრული და მერს სამუშაო კაბინეტში შესვლის საშუალება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე მეორე დღეა შიმშილობს. მოქალაქეები ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან გადადგომას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს