ეთიოპიის პოლიციამ დედაქალაქ ადის-აბებაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების 1200-ზე მეტი უშუალო მონაწილე დააკავა

ეთიოპიის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების 1200-ზე მეტი უშუალო მონაწილე დააკავა. ამის შესახებ გამოცემა Ethiopian News იუწყება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში ორომიას პროვინციის მოსახლეობა დემონსტრაციაზე გამოვიდა, რომელზეც ორგანიზაცია „ორომოს გათავისუფლების ფრონტის“ ლიდერებს დაუჭირა მხარი. დემონსტრაცია არეულობებში და დედაქალაქში ჩამოსულებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობები სამი დღე გრძელდებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, არეულობების შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაკავებულებს, მათ სამხედრო საწვრთნელ ბანაკში გადაიყვანენ, სადაც ისინი სარეაბილიტაციო ღონისძიებების კურსს გაივლიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს