ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ისრაელის არმიას განკარგულება მისცა, განაგრძოს სირიაში ირანის სამხედრო კუთხით გაძლიერების  წინააღმდეგ მოქმედება

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ისრაელის არმიას განკარგულება მისცა, განაგრძოს სირიაში ირანის სამხედრო კუთხით გაძლიერების წინააღმდეგ მოქმედება. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მინისტრთა კაბინეტმა ისრაელის თავდაცვით ძალებს დაავალა, განაგრძოს მოქმედება სირიაში ირანის გაძლიერების წინააღმდეგ. ამავდროულად ისრაელი განაგრძობს რუსეთთან უსაფრთხოების საკითხების კოორდინირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი სირიის შეიარაღებულ ძალებს C-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსს გადასცემს. მისივე თქმით, C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობებს საგრძნობლად გააძლიერებს.

17 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული თვითმფრინავი სირიული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ ჩამოაგდო, რომლის სამიზნე ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები იყო. „რუსულ თვითმფრინავს ამოფარებულებმა ისრაელელმა პილოტებმა ის სირიული საჰაერო თავდაცვის ძალების ცეცხლის ქვეშ მოაქციეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს