გიორგი ქობულია - ჩვენ IFC-სთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. ასევე, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც გეგმავს აღნიშნულ ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს