ნიუ-იორკში დათო მაღრაძის ლექსების კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

ნიუ-იორკში დათო მაღრაძის ლექსების კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენას „ფორბსის“ ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი თომ თეიჩოლსი გაუძღვა.

პრეზენტაციაზე საინტერესო დიალოგი და პერფორმანსი შედგა. ინგლისურად ლექსებს კითხულობდა „ფორბსის“ ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი თომ თეიჩოლსი, ხოლო ქართულად იგივე ლექსებს დათო მაღრაძე კითხულობდა. „ეს იყო ერთგვარი დიალოგი. საუბარი მიდიოდა პოეზიის მნიშვნელობასა და მის ადგილზე თანამედროვე სამყაროში. ჩემი შეხედულებაა, რომ პოეზიის არსი იყო, არის და იქნება ადამიანის გადარჩენა და არა ნევროზის გაზიარება, რომელიც დღეს მოდებულია მსოფლიოში“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.

მაღრაძე მუდმივად ცდილობს, რომ მოკრძალებული წვლილი შეიტანოს, რათა ქართული პოეზიისა და კულტურისკენ მოიხედოს სამყარომ. პერფორმანსის შემდეგ პრეზენტაციაზე მისულ მკითხველს საშუალება ჰქონდა, კითხვები დაესვათ წიგნის ავტორისთვის და მისგან სამახსოვრო ხელმოწერაც მიეღოთ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს