ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი ფინალში სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ვაზარით ჩომ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა კარიერაში უკვე მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი. მას მსოფლიოს პირველობა ჯერ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი ნახევარფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს დამაჯერებლად მოუგო.

მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა

დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა. მეორე წრეში კი ფრანგი ალექსანდრე იდირი ვაზარით დაამარცხა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი