“აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით აშენებულ საწარმოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ეწვევიან

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 26 ოქტომბერს, პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით აშენებულ საწარმოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ეწვევიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოდან აცნობეს, უცხოელი დიპლომატები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კომპანია “პოლიმერის“ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქარხანას დაათვალიერებენ, სადაც იწარმოება ევროპული ხარისხის პოლიეთილენის მილები წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისათვის.

კომპანიის მიზანია, უმაღლესი ხარისხის დანადგარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით წარმოებული ქართული პროდუქტი საზღვარგარეთ, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანოს. კომპანია “პოლიმერი“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს