თბილისში შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებით, თბილისში შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ორდღიანი კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუმრო “ბილტმორში“ გაიხსნება.

რეგიონული კონფერენციის სახელწოდებაა “ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა შსო-ს 81-ე შრომის ინსპექციის შესახებ კონვენციასა და 1995 წლის შესაბამის პროტოკოლთან“.

ორგანიზატორთა ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) წარმომადგენლები, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციების შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექციის სფეროში მომუშავე ექსპერტები და სპეციალისტები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

ორდღიან შეხვედრაზე დეტალურად განიხილება შრომის საერთაშორისო სტანდარტები, შრომითი კანონმდებლობის აღსრულების და შესრულების კონტროლის საკითხები; რეგიონული პერსპექტივა და არსებული მდგომარეობა; საუკეთესო პრაქტიკები რეგიონში; შრომის კანონმდებლობის აღსრულების ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა, უფლებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება; პროფკავშირების სტრატეგიები აღსრულების უზრუნველყოფის საკითხში სახელმწიფოს როლის შესუსტების მზარდი ტენდენციის გადასაჭრელად.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ ქვეყნებში შრომის ინსპექტირების კუთხით არსებულ ვითარებაზე ანგარიშებს წარმოადგენენ.

კონფერენციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს /ITUC-PERC/ პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი და ILO-ACTRAV წარმომადგენელი გახსნიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს