საპარლამენტო დელეგაცია ბერლინში მიმდინარე კონფერენციაში: „მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში” მონაწილეობს

საპარლამენტო დელეგაცია ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, სერგი კაპანაძისა და ირაკლი აბესაძის შემადგენლობით ბერლინში იმყოფება, სადაც 25-27 სექტემბერს ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი პარლამენტარებისთვის იმართება კონფერენცია: „მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ პარტნიორობა – არსებული რეალობა და სამომავლო გეგმების დასახვა, მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პარლამენტების როლი უსაფრთხოების გამოწვევების გამოსავლენად და ევროკავშირთან ასოცირების და კარგი მმართველობის რეფორმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეები ეწვევიან გერმანიის პარლამენტს და შეხვდებიან შეიარაღებულ ძალებში საპარლამენტო კომისარს, ასევე საპარლამენტო ჯგუფების წევრებს. დაგეგმილია შეხვედრები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს