კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 965.0 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 965.0 მლნ ლარით (4.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 24.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შსახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 167.2 მლნ ლარით (1.6 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 797.8 მლნ ლარით (6.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით).

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.1 პროცენტით ნაკლები).

2018 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.05 პროცენტით ანუ 6.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 12.7 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.63 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 1.12 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს