ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე, ასევე ევროკავშირთან მაღალი დონის უპრეცედენტო ფორმატის როლზე, რომლის პირველი შეხვედრა ნოემბერში ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული რეგიონების დეპოპულაციაზე, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ძალიან სამწუხარო უწოდა.

ჟან-კლოდ იუნკერმა პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია