ირაკლი კოვზანაძე - მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი მესიჯია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის

მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი მესიჯია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს.

“საქართველომ მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა, პოზიციები გაიუმჯობესა, 162 ქვეყანას შორის მე -7 ადგილზე ყოფნა ძალიან პრესტიჟულია. პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე მიმართულებით, ეს არის ეკონომიკური რეგულაციები, ასევე მცირე მთავრობა. შარშან ბიუჯეტის დამტკიცების, ასევე სამთავრობო პროგრამების განხილვის დროს ამ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით, ამ მიმართულებით პროგრესი გვქონდა. ვფიქრობ, წელსაც გვექნება და საქართველო კიდევ უფრო წინ წავა. ეს არის კარგი მესიჯი პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ნდობის გაზრდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ და ასევე კარგი ინფორმაცია ქართული ეკონომიკის ზრდისათვის. ყველა მიმართულებით ეს არის პროგრესის მომასწავებელი”, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

კოვზანაძის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს