დავით ზალკალიანი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრთან იუსუფ ბინ ალავი ბინ აბულასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ომანსა და საქართველოს შორის ვითარდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ გაღრმავებას.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის დინამიურად ვითარდება საქართველოს თანამშრომლობა ყურის ქვეყნების საბჭოსთან და არაბული ქვეყნების ლიგასთან. განსაკუთრებით გამოთქვა დაინტერესება გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა, რასაც ხელს შეუწყობდა ამ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რისი საკმაოდ წარმატებული გამოცდილებაც საქართველოს უკვე გააჩნია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს რეგიონალურ მნიშვნელობას, მათ შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული მატარებლების მიმართულებით, ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რაც კარგ საფუძველს ქმნის ომანელ ბიზნეს წრეებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.

კმაყოფილებით აღინიშნა ომანის წამყვანი ავიაკომპანიების საქმიანობა საქართველოში, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ხალხთაშორისი კონტაქტების ჩამოყალიბებას. მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება იმუშაონ ქვეყნების მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებისთვის. ​

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს