საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიჯის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი შარვაშიძესა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოკე კუბუაბოლას შორის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

სააგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მთელი რიგი მიმართულებით. კერძოდ, გამოითქვა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლებისა და სპორტის სფეროებში გააქტიურების, ასევე, პარლამენტებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბების სურვილი.

ამასთან, აღინიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში.

ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

იმავე დღეს, შედგა ლექცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, სადაც ბატონმა ინოკე კუბუაბოლამ მოკლედ მიმოიხილა ფიჯის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ა.წ. ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ასევე ოკეანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა და მეზობლებთან ურთიერთობები.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს