სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი  გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღის აღსანიშნავად მარტვილის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღის აღსანიშნავად მარტვილის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„მინდა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი თარიღი მივულოცო როგორც მარტვილის, ისე სრულიად საქართვლოს მოსახლეობას. ვისურვებდი, რომ გიორგი ჭყონდიდელის მაგალითზე, თითოეული ჩვენგანი ერის სადარაჯოზე ვიდგეთ“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელიამ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებული მონუმენტი ყვავილებით შეამკო, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ესტუმრა და დღესასწაული სასულიერო პირებსაც მიულოცა.

გუბერნტორის ადმინისტრაციის ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა. მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ მთავარ მოედანზე წარმოდგენილ სოფლის ნობათს ადგილობრივ ვიზიტორებთან ერთად ტურისტებიც აგემოვნებდნენ. გუბერნატორმა მარტვილელების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს