აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი - თეირანის დაუსჯელობის დღეები წარსულს ჩაბარდა

ირანს ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს თუ თავის საქციელს არ შეცვლის, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა კონფერენციაზე -„გაერთიანებულნი ბირთვული ირანის წინააღმდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა ირანის ლიდერები დავარწმუნო, რომ თუ ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს დაუპირისპირდებიან, თუ ჩვენს მოქალაქეებს ზიანს მიაყენებენ, თუ ტყუილს განაგრძობენ, მაშინ მართლაც ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ ამისთვის“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თეირანის დაუსჯელობის დღეები წარსულს ჩაბარდა“.

„აშშ გულუბრყვილო არ არის. ჩვენ ვერ მოგვატყუებენ და ვერ დაგვაშინებენ. თეირანის დაუსჯელობის დღეები წარსულს ჩაბარდა. სისხლიან რეჟიმსა და მის მხარდამჭერებს სერიოზული შედეგები ელოდებათ თუ არ შეცვლიან თავიანთ ქცევას“, - განაცხადა მან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს