ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - შემოწმებული 30 კომპანიიდან შრომის უსაფრთხოების ნორმები არც ერთში არ იყო სრულად დაცული

1-ელი აგვისტოდან დღემდე 30 კომპანია შემოწმდა და შრომის უსაფრთხოების ნორმები არც ერთში არ იყო სრულად დაცული, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა არანებაყოფლობით ინსპექტორება, შემოწმდა 30 კომპანია და გაცემულია რეკომენდაციები.

„1-ელი აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 30 კომპანიაა შემოწმებული და ინსპექტირებაა ჩატარებული. ამ 30 კომპანიიდან დაახლოებით 80%-ში იყო საშუალო რისკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული. არც ერთი კომპანია არ ყოფილა, სადაც სრულად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები. შესაბამისად, ყველა კომპანიის მიმართ გაიცა რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების შესასრულებლად გონივრული ვადა არის მიცემული და ამ გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ უკვე ვემზადებით რემონიტორინგისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული, ამოქმედდება სანქცირების ის მექანიზმები, რომელიც კანონითა არის გათვალისწინებული", - განაცხადა ბარკალაიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს