კახა კუჭავა კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივაცია-ექსპორტის წინააღმდეგი არ არის

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივაცია-ექსპორტის წინააღმდეგი არ არის.

როგორც კუჭავამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, კანაფს შეიცავს ბევრი სამედიცინო საშუალება, მათ შორის ისეთებიც, რომელიც საქართველოში შემოდის.

"ამ საკითხზე გადაწყვეტილი არაფერია. მსჯელობა გაგრძელდება. სამედიცინო კანაფის კულტივაცია არ არის ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია. თუ ამ კუთხით შევხედავთ, მე წინააღმდეგი არ ვარ. სულ სხვა რაღაც არის მარიხუანა, რომელიც თრობისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, საუბარია სამედიცინო კანაფის სრულად ექსპორტზე, ვინაიდან საკმაოდ მოთხოვნადია მსოფლიოში ბაზარზე, ასევე საკმაოდ ბევრი სამედიცინო საშუალება შეიცავს ამ ნივთიერებას. გაგრძელდება კონსულტაციები, გაგრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოხდება გაკონტროლება, რომ ეს არ მოხდეს შიდა ბაზარზე. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არ შეიძლება იმ მოგების უგულვებელყოფა, რომელსაც სახელმწიფო ამ კუთხით მიიღებს", - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია, თუმცა განხილვა შეჩერებულია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი