სოფო კილაძე ვანო მერაბიშვილზე - ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულ მსჯავრდებულს მოვეპყრათ ისე, როგორც კანონმდებლობა ამბობს

ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულ მსჯავრდებულს მოვეპყრათ ისე, როგორც კონსტიტუცია და კანონმდებლობა ამბობს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საკითხის ე.წ. უდოს კომისიაზე განხილვას, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ჯერ უნდა ნახონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაცვის მხარეს აქვს.

„ე.წ. უდოს კომისიას ვანო მერაბიშვილის საკითხის განხილვა ექვსი თვის განმავლობაში ავტომატურად უწევს. ჩვენ, როგორც პარლამენტი, ისე ე.წ. უდოს კომისიაში შემავალი სხვა წარმომადგენლები ვალდებულები ვართ კანონის შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება. არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, ეს კრიტერიუმები სწორედ სასჯელაღსრულებაში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე შეიქმნა. ამ კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება გადაწყვეტლების მიღება. ჩვენ უნდა ვნახოთ ყველა ის დოკუმენტი, ყველა ის საკითხი, რომელსაც დაცვის მხარე წარმოადგენს“, - განაცხადა კილაძემ.

სოფო კილაძის თქმით, დაცვის მხარის დოკუმენტების ნახვის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

„მე არ ვიცი რა დოკუმენტები აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარეს. უნდა ვნახოთ დოკუმენტები და კანონის საფუძველზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულ მსჯავრდებულს მოვეპყრათ ისე, როგორც კონსტიტუცია და კანონმდებლობა ამბობს“, - განაცხადა კილაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია