სოფო კილაძე  - ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, მნიშვნელოვნად ფართოვდება შრომის ინსპექციის მანდატი

პარლამენტში შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა, ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად ფართოვდება შრომის ინსპექციის მანდატი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ შრომის ინსპექციაზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენიმე დეპუტატმა უკვე შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომელსაც მომდევნო კვირაში განვიხილავთ. ამ ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად ფართოვდება შრომის ინსპექციის მანდატი და ზოგადად ძალიან ძლიერდება შრომის ინსპექცია. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულები საქართველოში არა მხოლოდ მავნე და საშიშპირობებიან სამსახურებში, არამედ სხვა მიმართულებებითაც იქნებიან მაქსიმალურად დაცული. ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანებს შრომის უსაფრთხოება ჰქონდეთ გარანტირებული და ასევე ჰქონდეთ შრომის ღირსეული პირობები“, - განაცხადა კილაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს