ტყიბულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულებმა განუცხადეს, ცეცხლი ღამით საბძელს გაუჩნდა, რის შემდეგაც სახლს გადაედო და სრულად დაიწვა.

როგორც დაზარალებული მირანდა ქარქაშაძე ამბობს, სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე საათნახევრის დაგვიანებით მივიდა.

დაზარალებულები აცხადებენ, მათი 5 სულიანი ოჯახი ამ დროისთვის ღია ცის ქვეშ დარჩა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს