ქუთაისის კლინიკაში წყალტუბოდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი 6 ბავშვი ამ დრომდე რჩება

ქუთაისის კლინიკაში წყალტუბოდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი 6 ბავშვი ამ დრომდე რჩება.

როგორც კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე „ინტერპრესნიუსსთან“ საუბარში აცხადებს, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უახლოეს მომავალში გაეწერებიან.

მისივე თქმით, ინტოქსიკაციის გამო ახალი მიმართვიანობა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის კლინიკაში დაახლოებით 30 ბავშვი მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს