საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება

სასტუმრო Holiday Inn-ში, ხვალ საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, „კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა“ საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის საბაზისო კვლევები ჩაატარა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი შეიმუშავა საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის განვითარების გეგმა.

ვორკშოფზე კარტოფილის მეთესლეობის გეგმის სამუშაო განხილვა გაიმართება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), აკრედიტაციის სააგენტოს, საქპატენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს