ვანო მერაბიშვილთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან სასჯელაღსრულების # მე-9 დაწესებულებაში მისი უფლებადამცველი შევიდა.

როგორც ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე განუცხადა, ის მოინახულებს ვანო მერაბიშვილს, ასევე გაარკვევს, თუ რა გახდა მისი კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

როგორც ცნობილია, მერაბიშვილი დღეს „ავერსის კლინიკაში“ გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარდა. ამ დროისთვის შს ყოფილი მინისტრი ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია დაბრუნებული.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს