თბილისის სიმფონიური ორკესტრი გერმანიაში კონცერტებს გამართავს

თბილისის სიმფონიური ორკესტრი 26–27 სექტემბერს გერმანიაში კონცერტებს გამართავს.

როგორც „ინტერპრენსიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ლიტერატურული პროგრამის პარალელურად, საქართველო გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბერლინის ფილარმონია განსაკუთრებულ გალა- კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავები მონაწილეობენ: იანო თამარ, ბადრი მაისურაძე, ნინო მაჩაიძე, ნუცა ზაქაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, მიხეილ ქირია, რამაზ ჩიკვილაძე. კონცერტს კი ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

27 სექტემბერს კონცერტი გაიმართება ქალაქ პოტსდამში, „Nikolaisaal“-ის დარბაზში, სადაც სცენა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და სოლისტ დუდანა მაზმანიშვილს დაეთმობა. კონცერტს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს