ირაკლი კობახიძე ფრანგ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის წევრებს - რენე დანესის და ჟიზელ ჟურდას შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარალამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სენატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა, რომელიც, მისი შეფასებით, პოზიტიურ როლს ასრულებს საპენსიო რეფორმის განხორციელებისა და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის პროცესში.

პარლამენტის თავმჯდომარემ რენე დანესის და პასკალ ჟურდას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. სტუმრების კითხვების პასუხად, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე.

ფრანგი სენატორები მიესალმნენ ქვეყნის ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომებს როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკაში. რენე დანესიმ და ჟიზელ ჟურდამ პარლამენტის თავმჯდომარეს საფრანგეთის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო