ვანო მერაბიშვილის ადვოკატი - ჩვენ ვითხოვთ ზუსტ დიაგნოზს, რათა ვანო მერაბიშვილს სწორი მკურნალობა დაენიშნოს

ჩვენ ვითხოვთ ზუსტ დიაგნოზს, რათა სწორი მკურნალობა დაენიშნოს ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა

სტეფანე თუმანიშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატმა ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლევების დასრულების შემდეგ მოინახულა. როგორც ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი აცხადებს, აღნიშნული კვლევების ჩატარების საკითხი ოჯახთან და ადვოკატებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ადვოკატს იმედი აქვს, რომ დღევანდელი კვლევები მაინც აჩვენებს თუ რა გახდა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.

"დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილი დილის 8:00 საათზე გადაიყვანეს „ავერსის“ კლინიკაში. ამ კვლევების შედეგი ჩვენთვის უცნობია და გვეუბნებიან, რომ ამ კვლევების შედეგებს გადმოგვცემენ. მთავარია, რომ მერაბიშვილს დადგენილი აქვს ჰორნერის სინდრომი და დღემდე არ არის დადგენილი თუ რამ გამოიწვია ეს სინდრომი და რა მკურნალობა უნდა დაენიშნოს მას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. იმედი მაქვს, ამ კვლევებით მაინც დადგინდება თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი. დაგეგმილი და შეთანხმებული არ ყოფილა მერაბიშვილის კვლევაზე გადაყვანა. ჩვენ ვითხოვთ ზუსტ დიაგნოზს, რათა სწორი მკურნალობა დაენიშნოს ვანო მერაბიშვილს", - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა