სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს გია თვალავაძეს თავდებში ექიმები უდგებიან

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს გია თვალავაძეს ექიმები და საზოგადო მოღვაწეები თავდებში უდგებიან. მისი თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა დააყენა. ადვოკატმა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რამდენიმე ფორმა შესთავაზა, მათ შორის გირაოს შეფარდება და მისი თავდებით გათავისუფლება. ადვოკატის განმარტებით, თვალავაძეს თავდებში არაერთი ადამიანი უდგება, მათ შორის ცნობილი მედიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

ამასთან, ლალი აფციაურმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ დასახელებული პატიმრობის გამოყენების საფუძვლები დაუსაბუთებელია. ლალი აფციაურის თქმით, პროკურატურას არც ერთი კონკრეტული მაგალითი არ მოუყვანია თუ რომელ მოწმეზე მოხდინა ან შეიძლება მოახდინოს ზეწოლა გია თვალავაძემ. ამასთან, ლალი აფციაურის თქმით, თვალავაძეს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა