"ნაციონალური მოძრაობა" "ურჩი მინისტრების" მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" "ურჩი მინისტრების" მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს, - შესაბამისი წერილით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართა.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც პარლამენტში არ მოდიან, რეგლამენტის შესაბამისად, სანქციები უნდა გატარდეს.

"ჩვენ გავუგზავნეთ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვთ, მოახდინოს რეაგირება სანქციების გატარების კუთხით იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც ურჩობენ და პარლამენტში არ მოდიან. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხში უნდა ჩართოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და უნდა იქნას დაწყებული პროცედურები რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა ეს განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის პარლამენტში მოწვევის კონტექსტში. კომიტეტის სხდომაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ, კახა კუკავამ მოითხოვა, რომ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მივიდეს.

გოცირიძე კუკავას ინიციატივას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მაჭავარიანმა შესაბამის კითხვებს უნდა უპასუხოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა