პარლამენტთან კარვის გაშლის კიდევ ერთ მცდელობას მორიგი ინციდენტი მოჰყვა

პარლამენტის შენობასთან, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მორიგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები ამჯერადაც კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ ისევ არ მისცა. ამ ფაქტს მალხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

„თუ ესენი ადამიანები არიან, ასწიონ ჩემზე ხელი და გავცემ პასუხს. ეს ხომ მთავრობა არ არის, ესენი ერთი მეორეზე მეტად ნაძირლები და არაადამიანები არიან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციის მონაწილეები დღის პირველ ნახევარშიც ცდილობდნენ აქციის ტერიტორიაზე კარვის გაშლას, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა