ზუგდიდში, მარკეტ „იალჩინის“  თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს და კომპენსაციას ითხოვენ

ზუგდიდის ცენტრში მდებარე მარკეტ „იალჩინის“ 22-მდე თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს და კომპენსაციას ითხოვს. მათი თქმით, მაღაზია იხურება და მეპატრონეს საქონელი აღწერის გარეშე გააქვს, ამის შესახებ კი თანამშრომლებმა დღეს დილით გაიგეს.

„დღეს გავიგეთ, რომ მაღაზია იხურებოდა და საქონელი გააქვთ. არც აღწერას ატარებენ და არც ხელფასს გვირიცხავენ. გვითხრეს, რომ 15 რიცხვში არის ხელფასის დარიცხვაო, მაგრამ ამის არ გვჯერა, იმიტომ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა. დღეს ხურავენ მარკეტს და დღესვე მოგვცენ ფული. თუ ახლავე არ დაგვირიცხეს, მერე არც გვაქვს იმედი", - აცხადებენ ისინი.

თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ ხელფასს არ დაურიცხავენ, მეპატრონეს საქონელს არ გაატანენ.

ადგილზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუაც იმყოფება. მისი თქმით, „იალჩინის“ თანამშრომლების მოთხოვნა სამართლიანია და ამის შესახებ ის მარკეტის ადმინისტრაციასაც ესაუბრა.

„როგორც ადმინისტრაციაში მითხრეს, თანამშრომლებს ყოველ 15 რიცხვში ერიცხებათ ხელფასი და სწორედ ამ დროს აპირებენ მათთვის თანხის დარიცხვას. მე მათ განვუმარტე, რომ თანამშრომლების მოთხოვნა კანონიერია და როდესაც წყდება ხელშეკრულება, თანამშრომელს უნდა აუნაზღაურდეს გამომუშავებული თანხა“, - აღნიშნა ჯემალ ჭკადუამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია