არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულები, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულები - დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელა. დღეს ასევე სასამართლომ სრულად დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა რამდენიმე მტკიცებულების, მათ შორის ცენტრ „ემპათიას" და დე ფაქტო ცხინვალის ექსპერტიზების დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ შუამადგომლობა სრულად არ გაითვალისწინა.

გარდა ამისა, ადვოკატმა მოითხოვა ლალი პაპასკირის ავტორობით გაზეთ „კვირის პალიტრის“ სტატიის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღება, რაც სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა.

როგორც პროკურორმა პროცესზე განაცხადა, ბრალდებულები ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

საქმის არსებითი განხილვა 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს