კახა კალაძე - შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს

შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საახალწლო გარე-განათებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზი და ძალიან მოწესრიგებული იქნება.

მისი თქმით, საახალწლო გარე-განათებების მოწყობაში თანხის დახარჯვის წინააღმდეგი მოსახლეობა არ არის.

„ოპოზიციას და საზოგადოებას ნუ ურევთ ერთმანეთში, კრიტიკა იყოს ხაბეიშვილის და მისი მიმდევრების მხრიდან. დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი, ძალიან მოწესრიგებული საახალწლოდ. ეს შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს, არა მხოლოდ საახალწლო განათებებით, საახალწლო კონცერტებით და დღესასწაულით“, - განაცხადა კალაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა