განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესის შესახებ ინსპექტირების სამსახურის დასკვნას სამართალდამცავ ორგანოებს  გადაუგზავნის

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდეს, ამიტომ ინსპექტირების შედეგები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნებათ, - ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.

„დასრულდა სახელმძღვანელოების გრიფირების შესწავლა. უნდა ითქვას, რომ გრიფირების შედეგად 1-6 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობრივად და ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები. ამის მიუხედავად, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე.

ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს“, - განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში