„იბერიის“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები დღეს ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ. აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

დღესვე დაგეგმილია „ომეგა ჯგუფის“ საგანგებო განცხადების გაკეთება. განცხადება 11:00 საათზე, „ომეგა ჯგუფის“ სათავო ოფისში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას 4 მილიონს სთხოვდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრას თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, შს მინისტრი გიორგი გახარია და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

ამასთან, ოქუაშვილი ინტერვიუში, გიორგი გახარიასა და ვანო ჩხარტიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ივანიშვილის დამხმარეები იყვნენ. მისი თქმით, „პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი გახარია, ლევან ყიფიანი მეორე ხაზზეა, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი მესამე“. ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასაც სთხოვდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებებს მასთან ბიძინა ივანიშვილის სახელით ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აწარმოებდა, რომელიც დამატებით 4 მილიონს სთხოვდა, ამ შეხვედრის შემდეგ კი, ლევან ყიფიანი მოსალაპარაკებლად გიორგი კვირიკაშვილთან წავიდა. მისივე თქმით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი გიორგი კვირიკაშვილთან მისვლის გამო დასაჯა და სარდაფში ჩააგდო, სადაც მასზე შეურაცხყოფა სცადეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია