ტაქსის მძღოლებს ავტომობილის უსასყიდლოდ გადაღებვის სანაცვლოდ, საკუთარ მანქანებზე 2 წლის განმავლობაში შესაბამისი კომპანიის რეკლამის განთავსებას შესთავაზებენ

ტაქსის მძღოლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ავტომობილის უსასყიდლოდ გადაღებვის ვაუჩერის მიღების სანაცვლოდ, საკუთარ მანქანებზე 2 წლის განმავლობაში აღნიშნული კომპანიის რეკლამის განთავსებას შესთავაზებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსის მძღოლების გადასაწყვეტია, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თუ არა.

მისივე თქმით, კომპანია ტენდერის საშუალებით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება.

„გამოვლინდება ერთი კომპანია, რომელიც ვალდებული იქნება, გააკეთოს ტაქსის მძღოლებთან ავტომანქანის შეღებვის შეთავაზება. მძღოლებისთვის ეს არის საუკეთესო შეთავაზება, 2 წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. დღეს, სანამ ამ შეთავაზებას გავაკეთებდით, ტაქსის მძღოლები იძახდნენ, სად გვაქვს მანქანის გადასაღები ფულიო, არადა, იცოდნენ, რომ რეკლამები ჰქონდათ და მათგან მიღებული შემოსავლით შეეძლოთ ავტომანქანა გადაეღებათ. ცდილობდნენ ნეგატივში გაეყვანათ ეს საკითხი. ჩვენ ვითამაშეთ როლი ტაქსის მძღოლებს და კერძო სექტორს შორის, რომ საუკეთესო წინადადება მიეღოთ. ტაქსის მძღოლის ნებაზეა დამოკიდებული, ამ შეთავაზებას მიიღებს თუ არა“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე განცხადებით, იგივე კომპანია მისცემს ტაქსის მძღოლებს მანქანის ქიმიური წმენდის ვაუჩერებსაც.

„შეღებვის ფასები დიფერენცირებულია, 350 ლარიდან 1000-ლარამდე. ჯერ არ ვიცით, საშუალო ფასი რა დაჯდება. მთავარია ის, რომ ორივე მომსახურებას ტაქსის მძღოლებს ეს კომპანია დაუფინანსებს. სად გადაიღებება, რა ლოკაციაზე, ამ საკითხში მერია არ ჩაერევა. ჩვენი მიზანი იყო ტაქსის რეფორმის ფარგლებში მიგვეღო ვიზუალურად გაუმჯობესებული ტაქსი, ეს ყველაფერი კი გაკეთებულიყო ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური და მომგებიანი მოდელით, რომელიც არც მძღოლებს დააწვებოდა ტვირთად და მეორე მხრივ, სარგებლიანი იქნებოდა მომხმარებლისთვისაც.

რაც შეეხება ქიმიურ წმენდას, ეს აპრობირებული სერვისია. ყველამ კარგად ვიცით, ქიმწმენდამდე და ქიმიური წმენდის შემდეგ რამხელა სხვაობაა სალონში, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს სერვისიც შეგვეთავაზებინა. ტაქსის მძღოლებს ამ ეტაპზე არ ექნებათ ვალდებულება კონკრეტული პერიოდულობით ქიმიური წმენდა ჩაუტარონ მანქანას, თუმცა, რეფორმა ჯერ კიდევ გრძელდება. ახლა დავაანონსეთ 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები და დაველოდოთ შემდეგ ეტაპს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა.

კალაძის შეფასებით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტაქსის მფლობელებს მდგომარეობას და ამასთან, ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ტაქსების შეღებვის ვაუჩერი ტაქსების მფლობელებს გადაეცემათ სრულიად უსასყიდლოდ და მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ. დედაქალაქის მერი სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას ტაქსების რეგისტრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ამ რეფორმას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაქსის ლიცენზიის 12 000-მდე ნებართვაა გაცემული.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა