ხობის ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ ხობში, ცენტრალური პარკის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად მოეწყობა ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, „ლაბირინთი“, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, შადრევანი, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი, განათება.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალური პარკის მშენებლობაზე მილიონი ლარი დაიხარჯება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სპორტულ-გასართობი და რეკრეაციული ობიექტი შეემატება.

სამუშაო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდება. პარკის მშენებლობის ინიციატორი ირაკლი (დაჩი) ბერაიაა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება