ნატო ჩხეიძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ორი ზრდასრული ადამიანი თამაშობს რაღაც ჩანაწერებით და ეს რისთვის სჭირდებათ, კაცმა არ იცის

როგორ წარმოგიდგენიათ, ორი ზრდასრული ადამიანი თამაშობს რაღაც ჩანაწერებით და ეს რისთვის სჭირდებათ, კაცმა არ იცის, - ასე აფასებს ლევან ყიფიანის განცხადებას „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელი და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხაა, ეს არის ბავშვური სცენარი, რომელიც რეალობასთან და საღ აზრთან, რადიკალურად აცდენილია. „ძალიან უცნაურია ის ვერსია, რაც ბატონმა ლევან ყიფიანმა მის ადვოკატთან და კიდევ სხვა სცენარისტებთან ერთად შემოგვთავაზა, რადგან როგორ წარმოგიდგენიათ, ორი ზრდასრული ადამიანი თამაშობს რაღაც ჩანაწერებით და ეს რისთვის სჭირდებათ, კაცმა არ იცის. მე მოვისმინე შიდა მომსახურება, ეს რა საოჯახო თეატრია, უცხოეთში რომ წარუდგენ პარტნიორებს შიდა გადაღებულს და პრობლემები მაქვსო იტყვი, ამით რა?! გლობალიზაციაა, ყველამ ყველაფერი იცის, რა ბავშვობაა, რომ თურმე რაღაცებს გადაიღებ და ვიღაცას წარუდგენ. ძალიან ბავშვური სცენარია, მით უმეტეს, რომ ეს პარტნიორები მაღალი რანგის და დიდი კომპანიების წარმომადგენლები არიან. ველოდები ახლა ბატონ ჩუბინაშვილს, რომელიც იტყვის, ვთამაშობდით მე და ოქუაშვილი, მერე გამოჩნდება ბატონი ჩხარტიშვილი და ასე იტყვის ყველა მოქმედი ბატონი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

იხილეთ ვიდეო: ლევან ყიფიანმა ძალიან უცნაური და ბავშვური სცენარი წარმოგვიდგინა - ნატო ჩხეიძე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს