თელავში ტიხრული მინანქრის გამოფენა გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „თელავის ღვინის მარანი“-სა და ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო „სხივი“-სორგანიზებით, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სკოლა-სახელოსნო „სხივი“-ს კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა - "რთველი". ტიხრული მინანქრით დაინტერესება თელავში დღითიდღე მატულობს და როგორც სკოლა-სახელოსნო „სხივი“-ს ხელმძღვანელი თეა ზუკაკიშვილი აღნიშნავს, მისი შესწავლის მსურველების რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.

თელავის მუნიციპალიუტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერებასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ თელაველი მაესტროს - ჯუმბერ სახეიშვილის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. გამოფენა 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს