სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის 64 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

6 ოქტომბერს, მწერალ გოდერძი ჩოხელის 64 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სოფელ ჩოხში გაიმართება, სადაც მწერალი დაიბადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 14:00 საათიდან დაგეგმილია სახვადასხვა სახის ღონისძიებები. გაიმართება გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა; ქართველი მწერლების, პოეტების, ხელოვნების მოღვაწეების გამოსვლები - მოგონებები გოდერძიზე, როგორც მწერალზე, სცენარისტზე, რეჟისორზე; კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით; ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია; დოღი.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024