პროკურორი - თანხის გატანასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემ ირიბად დაადასტურა სხვა პირების მხრიდან მომდინარე ინფორმაცია, თავად კი კონკრეტულ ფაქტს არ შესწრებია

„თანხის გატანასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემ ირიბად დაადასტურა სხვა პირების მხრიდან მომდინარე ინფორმაცია. იგი კონკრეტულ ფაქტს შესწრებული არ არის, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ საქალაქო სასამართლოში ნატო ჩხეიძის გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით თითქმის 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

„დღეს ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის წინაშე დაიკითხა მოწმე ნატო ჩხეიძე, რომელსაც დაესვა ყველა ის შეკითხვა, რაც აინტერესებდა გამოძიებას. თანხის გატანასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემ ირიბად დაადასტურა სხვა პირების მხრიდან მომდინარე ინფორმაცია. იგი კონკრეტულ ფაქტს შესწრებული არ არის. მოწმეების მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, - განაცხადა გიორგი ოსაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს