ნატო ჩხეიძე - თუ რესტრუქტურიზაცია განხორციელდება კანონის დაცვით, „ომეგა ჯგუფი“ დავალიანებას „კაპიკ-კაპიკ“ გადაიხდის

თუ რესტრუქტურიზაცია განხორციელდება კანონის დაცვით, „ომეგა ჯგუფი“ დავალიანებას „კაპიკ-კაპიკ“ გადაიხდის, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეთავსებული აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობა.

„ომეგა ჯგუფს“ უკვე მოთხოვნილი აქვს რესტრუქტურიზაცია. თუ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა კანონის დაცვით და ამუშავდება ფაბრიკა, „ომეგა ჯგუფი“ რა თქმა უნდა, მზად არის გადაიხადოს დავალიანება „კაპიკ-კაპიკ“, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომელმაც ახლა უკვე შემოსავლების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეითავსა“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებშია დეკლარირებული.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს