ირაკლი კობახიძე - ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობოების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან

ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას „ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით“, თუმცა, ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ ყოფილა.

„მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად, უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკურად მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს და პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველოში ის ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს