დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსს“ ახალ წლამდე შეუერთდა, რომ ფრაქცია არ დაშლილიყო

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ დროებით უერთდება და როცა ისინი მუდმივ წევრს იპოვნიან, ჭიჭინაძე ფრაქციას დატოვებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში“ მისი გადასვლის კომენტირებისას განუცხადა. დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება კოლეგიალური იყო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია არ დაშლილიყო.

„დღეს ქალბატონმა ირმამ მთხოვა, რომ ვიდრე ისინი შეძლებენ მუდმივი პარტნიორის მოძებნას, იმისთვის, რომ არ დაეკარგათ ოპოზიციური ტრიბუნა და ის ინიციატივა, რომელსაც მხარს ვუჭერ ბოკერიას რეჟიმის შეფასებაზე, ეს ყველაფერი რომ არ დაკარგულიყო, შევდივარ მათთან ფრაქციაში ახალ წლამდე. საარჩევნო პერიოდი დასრულდება და ამ პერიოდში, ვფიქრობ, ისინი შეძლებენ მუდმივი წევრის პოვნას. მათ აქვთ მოლაპარაკებები სხვადასხვა დეპუტატებთან. მე ვიქნები ფრაქციაში ყოველგვარი პოლიტიკური შეზღუდვების გარეშე. მე ვალდებულიც კი ვიყავი ხელი შემეწყო ოპოზიციური პარტიისთვის, რომ მათ არ დაეკარგათ ფრაქცია და ტრიბუნა. მე სწორედ მაგას ვსაყვედურობ „ქართულ ოცნებას“, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ ტკბილი ურთიერთობები გააბან და ამაში მე მგონია ისეთი არაფერია“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ აღნიშნული ფრაქცია დატოვა.

იხილეთ ვიდეო: დავით ჭიჭინაძე "პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს