პატრიარქმა და მრევლმა ღვთისმშობლის სავედრებელი ლოცვა ერთად აღავლინეს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისგან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიისას განაცხადა.

ტაძარში ღვთისმშობლის სავედრებელი ლოცვა პატრიარქმა და მრევლმა ერთად აღავლინეს.

„ჩვენთან არს ღმერთი. ამ დიდებულ დღესასწაულს ყველას გილოცავთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ათონის მთიდან საქართველოში ჩამობრძანებას. ყველას გილოცავთ იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისგან. მე, მინდა, გაგახსენოთ ის მძიმე დღე, როცა საქართველოს მონღოლები შემოესივნენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ერთმა მოხუცებულმა ადამიანმა, ქართველმა კაცმა სთხოვა, ილოცეთ, მოწყალებისა კარი განგვიღე. ჩვენც ახლა, შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ მოწყალებისა კარი განგვიღოს და ეს ლოცვა ერთად ვთქვათ“, -მიმართა პატრიარქმა მრევლს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის მიცვალების დღეს და 1989 წელს საქართველოში ათონის მთიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის ასლის ჩამობრძანებას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა სრულდება.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი, ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად დაწერეს.

აღნიშნული ხატი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი