„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი  - ხატიაშვილის გასაჯაროებული დასკვნის შესწავლისას ექსპერტებმა გააკეთეს შეფასება, რომ დასკვნა წარმოადგენს მისი ავტორის მოსაზრებას

საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციის შეფასებით, ჩანაწერებთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილის მიერ გასაჯაროებული დასკვნა წარმოადგენს მისი ავტორის მოსაზრებას და არა დადასტურებულ მეცნიერულ ფაქტს, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზაზა ხატიაშვილის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნა საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციაში გადააგზავნეს, რომლისგანაც ამ დასკვნის შეფასება მიიღეს.

„პირველ რიგში, გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხატიაშვილს არ გამოუთხოვია, შესაბამისად, არც მიუღია და არც გადაუგზავნია ის აუდიო ფაილი, რომელიც საფუძვლად დაედო ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იბერიას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს. ზაზა ხატიაშვილის მიერ გასაჯაროებულ დასკვნაში ექსპერტი პირნათლად აღნიშნავს, რომ მან შეისწავლა არაორიგინალი ფაილი და იმ შემთხვევაში თუ სრულ ფაილებს ნახავს, შესაძლოა, დასკვნაც შეიცვალოს. ექსპერტი ასევე განმარტავს, რომ მისთვის მიწოდებულ მასალებზე შეინიშნება სატელევიზიო მონტაჟის კვალი, რაც შეიძლება აიხსნას ჟურნალისტების შემოქმედებითი თავისუფლებით. ხატიაშვილის მიერ გასაჯაროებული დასკვნის შესწავლისას ექსპერტებმა გააკეთეს შემდეგი შეფასება. გაწვდით შეფასების რეპორტის სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებულ ციტატებს: „ექსპერტიზა ჩატარებულია აკუსტიკური ექსპერტიზის საუკეთესო პრაქტიკისა და მტკიცებულებათა აღიარებისათვის საჭირო სტანდარტების სრული დარღვევით. დასკვნა წარმოადგენს მისი ავტორის მოსაზრებას და არა დადასტურებულ მეცნიერულ ფაქტს. კვლევისას არაა გაკეთებული ორიგინალი ფაილის ანალიზი“.

ხატიაშვილმა გააგზავნა ის ვიდეო სიუჟეტები, რომლებიც „იბერიას“ საიტიდან იყო ჩამოტვირთული - უცნაურია, რომ შესაბამისი მეტამონაცემების არ ქონისა და შესაბამისი სფეროს ტექნიკურ-ლიტერატურაზე დაყრდნობის გარეშე ავტორი აკეთებს დასკვნას საუბრის არამთლიანობაზე, ეს განსაკუთრებით უფრო უცნაურია მაშინ, როდესაც დასკვნის ავტორი თავად აღიარებს მეტამონაცემების არ ქონას და ამას ხსნის იმით, რომ მას საკვლევად გადაეგზავნა სატელევიზიო სიუჟეტები ვიდეო ფაილების სახით“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, „იბერია ჯგუფის” დამფუძნებლისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ვანო ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს მიმართა და არა ორიგინალი, არამედ ტელევიზიებიდან ჩამოწერილი ჩანაწერები მიაწოდა, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი გადაკეთებული, მანიპულირებული და დამონტაჟებულია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს