მარნეულში  ქართული ღვინის ფესტივალი - „ღვინობისთვე 2018“ გაიმართება

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში, ღვინის ფესტივალი - „ღვინობისთვე 2018“ გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები, საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლისა და ყველის გამოფენა-გაყიდვა.

ქართული ღვინის ფესტივალი მარნეულში დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით. მოეწყობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია არქეოლოგიური მასალის ფოტო-გამოფენა. საზეიმოდ მოხდება საწნახელში ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კონკურსი მეღვინეებს შორის, სადაც პროდუქციას შეაფასებენ მიწვეული სომელიეები და გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი. ასევე მოეწყობა თიხის დამუშავების მასტერკლასებიც.

ღვინის ფესტივალი მარნეულში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გასტანს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა