შს მინისტრი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას დღეს შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ნაცვლიშვილმა მიაწოდა.

"ბატონ გიორგი გახარიას სამინისტროში შევხვდები. დამირეკეს დეტექტივების სამსახურიდან და შეხვედრის შესახებ შემატყობინეს", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის თხოვნით თავად მიმართა. გახარიამ მასთან შეხვედრის სურვილი დაადასტურა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს